რეზონანსი
26.07.2022

"ეს არის სუსტი კაცის პოზიცია", - ასე აფასებს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძის თავდასხმას მთავარი არხის ჟურნალისტზე.

ეს ხელწერა უკვე კარგად არის საზოგადოებისთვის ცნობილი, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აგრესიული ხდება. ისინი ყველაფერ იმას, რაც კი ძალადობას ეხება და მათ ეხება, ასე ვთქვათ, თარგმნიან, რომ თურმე არსებობს რაღაც ზღვარი, არსებობს თმენის ვალდებულების ზღვარიც, არსებობს თურმე პოლიტიკაში, შესაბამისად, ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. მე ვგმობ ამ პოზიციას. ეს არის სუსტი კაცის პოზიცია, როცა პირდაპირ ეთერში, ან თუნდაც არაპირდაპირ ეთერში ძალადობ ახალგაზრდა ჟურნალისტზე რა კითხვაც არ უნდა დასვას მან, - ამბობს ხაზარაძე.

ცნობისთვის, გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა: "ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს". 

კობახიძემ შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელა - სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე "მთავარის" ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×