რეზონანსი
26.07.2022

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და "მთავარი არხის" ჟურნალისტის სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მსგავსი მიმართვების საზოგადოებაში დამკვიდრება, ტრაგედიაა.

"მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი და სხვა (აქ არ შევდივარ იმის გარჩევაში რა არის მართალი და რა ტყუილი მამის შესახებ) უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების.

სიმართლე გითხრათ, ეს რომ ჩვენში ჩვეულებრივ ამბად იქცა და დიდად არავის აწუხებს, უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული ტრაგედია მგონია, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა.

ის რომ უზედელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს მისი პირადი პრობლემაა, ქვეყნის ტრაგედია არ არის. ქვეყნის ტრაგედია ბიძინაა რომელიც მას და ბევრს ისე ათამაშებს და სახეს აკარგვინებს როგორც იმ კონკრეტულ მომენტში დასჭირდება საკუთარი სარგებლისთვის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მაგრამ ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არაფრად რომ მიაჩნია ეს მამაშენი კაგებეშნიკი იყო გაუთავებელი ძახილი, ბულინგი და დანამუსება ამას არ ვიცი რა ეშველება. კობახიზე ხვალ აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე და მისი პარტიაც აღარ იქნება და ისიც არავის გაახსენდება, თქვენ კი ასევე გააგრძელებთ ამ ამბავს როგორც მიშას დროს, როგორც ბიძინას დროს, სწორედ მათ ტრენდზე იქნებით და არაფერი შეიცვლება. მთავარი მუდამ გვერდზე დარჩება და მეასე ხარისხოვანს შევალევთ დროს და ენერგიას", - წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც...სამარცხვინო შენ....“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×