რეზონანსი
25.07.2022

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, გაზის რეალური ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მოხმარების შემცირება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებისთვის არაადეკვატურმა მომზადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური პროდუქციის კლება საშუალოდ 0,9-დან 1.5 პროცენტამდე.

"ამავდროულად, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ აწვდის გაზს თორმეტ წევრ ქვეყანას. ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს ყველაზე უარესი სცენარისთვის: გაზის მიწოდების სრული შეჩერებისთვის, ადრე თუ გვიან," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა იმ ქვეყნებს, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებულნი რუსული გაზის მიწოდებაზე, მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ დაზოგვის პროცესში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×