რეზონანსი
25.07.2022

შიდა ქართლის სოფელ კარბში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტს 33 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, მეზობლებმა სარწყავი არხი ვერ გაინაწილეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულმა ლევან გვიმრაძემ მეზობელს ჩხუბის დროს ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ფაქტს ლევან კაპანაძის დედა მანანა კაპანაძე შეესწრო, რომელმაც შვილის დაცვა სცადა და მოკლულს თავის არეში ქვით დაზიანებები მიაყენა. მკვლელობას წინ უძღოდა თოხებით და ბარებით დაპირისპირება მეზობლებს შორის, ქალმა ქვა მამაკაცს მას შემდეგ ჩაარტყა, რაც მის შვილს თოხით თავი გაუტეხა.

გვიმრაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. 

სამართალდამცველებმა ფაქტზე 70 წლის ქალი დააკავეს, თუმცა გვიმრაძეები სხვა პირების დასჯასაც ითხოვენ. "კურიერთან" ინტერვიუში ოჯახი იხსენებს, რომ ჩხუბის დროს, ადგილზე სხვებიც იმყოფებოდნენ და გარდაცვლილს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

დაკავებული მანანა კაპანაძის ოჯახმა სოფელი მომხდარიდან მალევე დატოვა, მას შემდეგ სახლში არავინაა.

შიდა ქართლში მომხდარ მკვლელობაზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.  70 წლის ქალის გარდა, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამას გამოძიება დაადგენს. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად აქვს წარდგენილი და ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×