რეზონანსი
25.07.2022

იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა, გამოცხადდა "უმაღლესი დონის განგაში. გამოცემა "ინდიპენდენტის" ცნობით,  დასავლეთ მთავარ კუნძულ კიუშუზე მდგომარეობა რთულია, განხორციელდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. 

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ საკურაძიმას ამოფრქვევა კვირას საღამოს 8:05 საათზე (11:05 საათზე) დაიწყო. ვულკანური ფერფლი და კვამლი  უკვე 2,5 კილომეტრის რადიუსზე გავრცელდა. ამ დროისთვის, ვულკანის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

საკურაძიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა დონის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება. 2019 წელს ვულკანი 5,5 კმ სიმაღლეზე ამოიფრქვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×