რეზონანსი
24.07.2022

ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ბოლდუინმა განაცხადა,  რომ ევროკავშირი, რუსული გაზის მიღების შემცირების ფონზე, ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდისთვის ემზადება.

Reuters წერს, რომ ბოლდუინმა ნიგერიაში,  გამართა შეხვედრები  აფრიკის უმსხვილესი ნავთობის მწარმოებლის ოფიციალურ პირებთან, ბოლდუინს ნიგერიაში ვიზიტისას უთხრეს, რომ ქვეყანა აუმჯობესებს უსაფრთხოების საკითხებს მდინარე ნიგერის დელტაში და აგვისტოს შემდეგ Trans Niger-ის მილსადენის გახსნას გეგმავს, რაც ევროპაში გაზის ექსპორტს გაზრდის.

ბოლდუინმა Reuters  განუცხადა, რომ ევროკავშირი მთლიანი მომარაგების 14%-ს ნიგერიიდან იღებს. მისი თქმით, არსებობს ამ მაჩვენებლის გაორმაგების პოტენციალი.

ნიგერიაში ნავთობისა და გაზის მოპოვება მილსადენების ქურდობისა და ვანდალიზმის გამო მცირდება, ამიტომ გაზის მწარმოებელი Nigeria LNG მხოლოდ 60%-იანი სიმძლავრით მუშაობს.

”ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ 80% -ს, იმ მომენტში, როცა შეიძლება იყოს დამატებითი LNG, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ადგილზე  ევროპაში ტვირთებისთვის.

მათ (ნიგერიელმა ოფიციალურმა პირებმა) გვითხრეს: ”მოდით და კვლავ ვისაუბროთ აგვისტოს ბოლოს, რადგან ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია რეალური პროგრესის მიღწევა ამ საკითხში”. – თქვა ბოლდუინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×