რეზონანსი
24.07.2022

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინის ოდესის პორტზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას , - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ბლინკენის უწყება აღნიშნავს, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებიდან სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, რუსეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები პორტზე თავდასხმით.

„კრემლი აგრძელებს მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხოების უგულებელყოფას, რადგან ის აგრძელებს თავდასხმას უკრაინაზე", - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი დასძენს, რომ ეს თავდასხმა სერიოზულ ეჭვს აყენებს რუსეთის მიერ გაფორმებული შეთანხმებისადმი ერთგულების სანდოობას და ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის მუშაობას მსოფლიო ბაზრებზე კრიტიკული საკვების მიწოდების მიზნით.

„რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე და უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და სრულად განახორციელოს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომელსაც დეპარტამენტი ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×