რეზონანსი
24.07.2022

ჯანდაცვის სფეროში გლობალური შეშფოთების საგანგებო მდგომარეობაა - განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გაავრცელა. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მსოფლიოში "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება, რომელიც ჯანმომ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.

როგორც ცნობილია, "მაიმუნის ყვავილი" 75 ქვეყანაში ფიქსირდება და უკვე 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.​

"ჯანმო-ს შეფასებით, მაიმუნის ყვავილის რისკი გლობალურად არსებობს და ყველა რეგიონში, გარდა ევროპისა, მისი გავრცელების რისკი მაღალია. ჩვენ გვაქვს აფეთქება, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამ მიზეზის გამო, მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელ საერთაშორისო შეშფოთებას წარმოადგენს. "მაიმუნის ყვავილის" რისკი გლობალურად საშუალოა. ყველა ამ მიზეზის გამო, მე გადავწყვიტე, რომ მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო შეშფოთების გადაუდებელ მდგომარეობას.

გარდა ამისა, ვაცხადებ საერთაშორისო შეშფოთებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობაზე, ამ დროისთვის, ეს არის ეპიდემია, რომელიც კონცენტრირებულია მამაკაცებში", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×