რეზონანსი
23.07.2022

"მახსენდება ერთი კონკრეტული, მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში ჩემი იურისტები მყავდა გაგზავნილი, უწყებათაშორისი შტაბი გვქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. ბოლომდე გვეთანამშრომლებოდა თავდაცვის უწყება, გენერალური შტაბი, შსს, სუს-ი და პროკურატურა, ამ ყველაფრის მთავარი ლიდერი, გამოძიების და იუსტიციის სამინისტრო დავის მწარმოებელი. აი ეს მთელი ბლოკი ვისხედით და ვმუშაობდით. შემდეგ მე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ვაგზავნიდი, რომ დავა დაეცვათ. მეორე მხარეს მათ დახვდებოდათ რუსი თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ - თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამოგვიგდია, ეს ფოტოშოპია და ა.შ. და გამოდის ქალბატონი სალომე, რომელიც ამ დროს უკვე არის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამპანია მიდის და ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო. ეს იყო ჩემთვის სერიოზული ხელშეშლა. მე ეს მისთვის არასოდეს მისაყვედურია და რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს და ვინ ვის ელოლიავება, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია..."

- თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×