რეზონანსი
23.07.2022

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს უნდა, ხელისუფლება კინკლაობაში შეიყვანოს, მაგრამ მმართველი გუნდი მას ამაში არ შეჰყვება. ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მას უნდა, კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით, რადგან არანაირი ინტერესი არ გვაქვს პოლემიკაში და კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. შეიძლება, თავისი როლი უნდა წინ წამოწიოს; შეიძლება, ვიღაცის გავლენის ქვეშ არის; შეიძლება, რაღაცებს ვერ აანალიზებს; შეიძლება, კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად. ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ და პრეზიდენტს არ შევყვებით კინკლაობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტს უხსნიდნენ დეტალებს, რომლებზეც საჯაროდ ვერ საუბრობდნენ და მას ინფორმაციის ნაკლებობა არ ჰქონდა, თუმცა სწორი ანალიზი ვერ გააკეთა.

კობახიძემ რუსეთის საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პლატფორმა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×