რეზონანსი
23.07.2022

ბრიტანეთი ყოველი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინას დახმარებას გაუზრდის, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლიზ ტრასმა პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე განაცხადა.

„თითოეული რაკეტის შემდეგ, რომელიც ეცემა უკრაინის ქალაქებს, თითოეული დაშავებული მამაკაცის, ქალის და ბავშვის გამო, ჩვენ აღმოვუჩენთ უკრაინას უფრო მეტ მხარდაჭერას. ჩვენ უკვე გამოვყავით ოთხ მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარების ფარგლებში და ვმუშაობთ „დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დასაწესებლად, პუტინის ომის მანქანაზე კოლექტიური ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის კოლექტიური დახმარების გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ტრასმა.

ლიზ ტრასმა ასევე აღნიშნა, რომ იზრდება უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების რაოდენობა. მისი თქმით, რუსეთი ამჟამად საკვებს იყენებს ომის ელემენტად.

„აგრესორი უნდა დამარცხდეს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს რუსების განდევნაში. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს, რადგან ასეთ აგრესიას მომავალში ვერ დავუშვებთ. სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს დიდი ბრიტანეთი”, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×