რეზონანსი
23.07.2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დასავლურის მედიის ინფორმაციით, გაერო-ს ორგანიზაციის გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა ვირუსის შესახებ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.

გაერო-ს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსი​ს განცხადებით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, „მაიმუნის ყვავილის" რისკი საშუალოა გლობალურად და ყველა რეგიონში, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც ჩვენ ვაფასებთ რისკს, როგორც მაღალს", - აღნიშნა გებრეისუსმა.

ამჟამად მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი ასეთი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა - კორონავირუსული პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×