რეზონანსი
23.07.2022

საბერძნეთში პარტნიორის არასრულწლოვან ქალიშვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 35 წლის ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ძალადობა ხდებოდა, სავარაუდოდ, 2016 წლიდან 2022 წლის მარტამდე. თესალონიკში სასამართლომ 35 წლის ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბერძნული მედიის ცნობით, დღეს პოლიციამ დეტალები გაავრცელა კაცის შესახებ, რომელიც პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე ექვსი წლის განმავლობაში ძალადობაშია ბრალდებული.

"კერძოდ, ეს არის 35 წლის ბერიძე მამია, დაბადებული 1987 წელს საქართველოში, რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა 15 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური აქტის გამო. კერძოდ, არასრულწლოვნის შეურაცხყოფის ფაქტზე სრულწლოვანის მიერ, რომელზეც მას ევალებოდა მეთვალყურეობა და დაცვა, თუნდაც დროებით, და იცნობს არასრულწლოვანს მუდმივად",- წერს ბერძნული მედია.

ბერძნული მედია წერს, რომ მან უარყო ბრალდებები. გავრცელებული ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ 14 წლის მოზარდმა საჩივარი შურისძიების მიზნით შეიტანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×