რეზონანსი
23.07.2022

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესის პორტში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

„რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, არ შეასრულოს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან შეხვედრაზე, რომელიც პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის, ადამ სმიტის ხელმძღვანელობით, უკრაინას სტუმრობს.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ. დღეს, რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×