რეზონანსი
23.07.2022

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ოდესის პორტის დაბომბვას გმობს.

როგორც გაერო-ს პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ანტონიო გუტერეში „უპირობოდ გმობს დღეს განხორციელებულ დარტყმებს უკრაინის ოდესის პორტზე".

„გუშინ ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება მსოფლიო ასპარეზზე უკრაინული მარცვლეულისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ მსოფლიო ბაზრებზე. ეს პროდუქტები აუცილებელია გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელ მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრული განხორციელება სავალდებულოა", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დღეს დაბომბეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×