რეზონანსი
23.07.2022

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და მისი მეუღლის, ბრიტა ერნსტის სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა G7-ის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტში მოცემულია G7-ის ლიდერებისა და მათი მეუღლეების დახასიათებები. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტს „გრიფით საიდუმლო" ჰქონდა მინიჭებული.

როგორც Spiegel-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ დოსიეში ღია წვდომაში არსებული ინფორმაცია იყო მოყვანილი, გერმანიის კანცლერის მეუღლეს მისი ნაგვის ურნაში გადაგდების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ასეთი დოკუმენტებისთვის უტილიზაციის სპეციალური წესი არსებობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×