რეზონანსი
23.07.2022

ოდესისთვის რუსული რაკეტების სროლა ვლადიმერ პუტინის მიერ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გაწიეს შეთანხმების მისაღწევად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის ფედერაციას ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმისთვის 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რათა ეჭვქვეშ დადგეს გუშინ სტამბოლში გაფორმებულ დოკუმენტში გაერო-სა და თურქეთისთვის მიცემული შეთანხმებები და დაპირებები.

ოდესისთვის რუსული რაკეტების სროლა ვლადიმერ პუტინის მიერ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გაწიეს შეთანხმების მისაღწევად.

უკრაინა ხაზს უსვამს შავი ზღვის სამი პორტიდან (ოდესა, ჩერნომორსკი და იუჟნოე) უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმებების მკაცრი შესრულების აუცილებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება.

„მოვუწოდებთ გაერო-ს და თურქეთს, უზრუნველყონ, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში.

მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთმა დღეს ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×