რეზონანსი
23.07.2022

მუსიკოსი დათო ევგენიძე დარწმუნებულია, რომ მართალია, ქვეყანას, ქართველი საზოგადოებას რთული გზის გავლა მოუწევს, მაგრამ ევროპულ ოჯახს იურიდიულად მაინც შეუერთდება. ამისთვის კი, ყველაზე მთავარი რაც გვჭირდება - ერთიანობაა, რამდენად საკმარისი იქნება ევროკავშირის მიერ მოცემული ვადა ამის გასაცნობიერებლად, ეს ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.

„სამწუხაროდ, ასეა, ახლა დეპოლარიზაციაა ძალიან პოპულარული და ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს რაღაც უსაშველო გვჭირდეს ამ ერთი მუჭა ხალხს, თითქოს სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ. არადა, ეს ყველაფერი ხომ ძალზე ადვილია, გულწრფელად რომ უნდოდეთ შერიგება, საერთო ენის გამონახვა, საფრთხეების გაცნობიერება. ამ ქვეყნის შვილები არიან და კარგად იციან, რა გვტკივა, რა გვადარდებს და სად არის საშველი. თუ ვინმეს მართლა უნდა, საქართველოს ევროპული მომავალი ჰქონდეს, ახლა დაპირისპირების დრო არ არის, პირველ ადგილზე პირადი პოლიტიკური მიზნები კი არა, საქართველოს ერთიანობა უნდა დააყენონ. არის რამდენიმე თემა, რომლის გარშემოც პოლიტიკური სპექტრი, პოზიციაც და ოპოზიციაც უნდა გაერთიანდნენ. მაგალითად, ომი, ქვეყნის მომავალი... საქართველო არც ერთი პოლიტიკური პარტიის საკუთრება არ არის. ის ყველასია, თავისი წარსულით, აწმყოთი და პირდაპირი ვალდებულება გვაქვს მომავალზე... დაძაბულობის მოხსნისთვის სიტყვები კი არა, საქმის კეთებაა საჭირო, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ხმაურითა და ყვირილით არაფერი გვარდება. ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას აშკარა სიხარული ეტყობა იმის გამო, რომ ევროკავშირმა კანდიდატობის სტატუსი არ მოგვცა... ისე, ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას - თუ უკრაინა და მოლდავეთი იმსახურებს კანდიდატის სტატუს, უფრო მეტად თუ არა, ზუსტად ასევე იმსახურებს საქართველოც. თუმცა, ჩვენი ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტი აქვთ, რადგან მსოფლიოს თავისი ინტერესები აქვს", - განაცხადა დათო ევგენიძემ „გზასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×