რეზონანსი
23.07.2022

ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი როგორმე შეფუთონ, რომ თითქოს, ისინი სინამდვილეში ბოიკოტს არ უცხადებენ საქართველოს ევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის, საჯარო განცხადებებში გუშინაც აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ალტერნატიული პროცესი მათთვისაც მიუღებელი იყო. ამის ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ისევ ალტერნატიულ პროცესებზე საუბრობს, ამით ისინი კიდევ უფრო უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი როგორმე შეფუთონ, რომ თითქოს, ისინი სინამდვილეში ბოიკოტს არ უცხადებენ საქართველოს ევროპულ არჩევანს. საბოლოო ჯამში, ცხადია, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ ამ პროცესზე და ეს პროცესი საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს, მაგრამ მათ ასევე მიიყვანს პოლიტიკურ განადგურებამდე", - განაცხადა იონათამიშვილმა.

მმართველი გუნდის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის პარალელურად, მომავალი კვირიდან რადიკალური ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო" და „სტრატეგია აღმაშენებელიაა" გაერთიანებული. ოპოზიციური პარტიები კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტების ინიციირებასაც აანონსებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×