რეზონანსი
23.07.2022

დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა "არ შეირყევა" მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება შემდეგი პრემიერი.

ჯონსონი ზელენსკის პარასკევს ესაუბრა. დაუნინ სტრიტის წარმომადგენელის თქმით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მუდმივი გადაწყვეტილებაა მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს.

"თქვა, რომ გადაწყვეტილება არ შეირყევა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გახდება გაერთიანებული სამეფოს შემდეგი პრემიერმინისტრი", - აღნიშნა წარმომადგენელმა.

ჯონსონმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მომავალშიც მხარს დაუჭერენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×