რეზონანსი
23.07.2022

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი სავარაუდოდ 2023 წელსაც გაგრძელდება, რადგან მხარეთა შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა სუსტია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მომავალ წელსაც გაგრძელდება და მოლაპარაკებების გზით ნებისმიერი პოლიტიკური დარეგულირების პერსპექტივა სუსტია.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების აბსოლუტურ აზრს მიჰყვება, არ დათმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და საპასუხოდ ვლადიმერ პუტინი გააგრძელებს უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას.

„ამავდროულად გაურკვეველია, ექნება თუ არა რომელიმე მხარეს საკმარისი სამხედრო უპირატესობა მიზნების მისაღწევად, რამაც შესაძლოა, გაჭიანურებული კონფლიქტი გამოიწვიოს", - ნათქვამია ანგარიშში.

Fitch-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსული ომის ტაქტიკა, რომელიც ფართოდ მოიცავს ინფრასტრუქტურის განადგურებას, უზარმაზარ ეკონომიკურ და ადამიანურ დანაკარგს იწვევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×