რეზონანსი
22.07.2022

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ლიდერი "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას ჯონსონისგან მან მიიღო გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება.

"მე მაქვს რეგულარული კონტაქტი უკრაინის დიდ მეგობარ ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გააქტიურებასა და სხვა მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე. მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება", - წერს ზელენსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×