რეზონანსი
22.07.2022

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, კომბინატის დასახლებაში, ერთმანეთს "კიასა" და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, სხვებს მოტეხილობები აღენიშნებათ და ამ დროისთვის გამოკვლევა უტარდებათ.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×