რეზონანსი
22.07.2022

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცმა გერმანიის გაზის იმპორტიორ Uniper-ის გადასარჩენად, რომელიც გაზის მიწოდების შემცირებით, მრავალმილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, შეთანხმების თანახმად, გერმანიის მთავრობა Uniper-ის 30%-იან წილს შეიძენს და მის დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ამასთან, გერმანიის კანცლერი მოსახლეობას ტარიფების გაძვირების ფონზე დახმარებას დაჰპირდა.

"არავინ დარჩება მარტო. ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ პრობლემები წელს და მომავალ წელს და გავწევთ დახმარებას მანამ, სანამ საჭირო იქნება", - განაცხადა შოლცმა.

შოლცმა დასძინა, რომ გერმანულ ოჯახებს შემოდგომაზე ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ.

"ყველაფერი გაძვირდება. ადრე თუ გვიან, ეს ყველასთვის შესამჩნევი იქნება. თქვენ არასოდეს ივლით მარტო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა, რათა ერთად, როგორც ქვეყანამ, როგორც კომპანიებმა და როგორც მოქალაქეებმა, გადავლახოთ ეს მდგომარეობა", - დასძინა შოლცმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×