რეზონანსი
22.07.2022

ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის (510 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარება დაამტკიცა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

"ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, აღნიშნული დახმარების ღონისძიება მიზნად ისახავს, რომ გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სტაბილურობის მიმართ, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაიცვან და ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიისგან დაიცვან", - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს თანახმად, დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებით, მთლიანი პაკეტი 2,5 მილიარდ ევროს (2,55 მილიარდ აშშ დოლარამდე) მიაღწევს.

„ევროკავშირი რჩება კონცენტრირებული და მტკიცე მხარდაჭერა აქვს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე შეთანხმდნენ, რაც შეადგენს 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო აღჭურვილობას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×