რეზონანსი
22.07.2022

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაეხმარება მილიარდობით ადამიანს, რომლებიც შიმშილის წინაშე არიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება გლობალურ ინფლაციას შეამსუბუქებს და შეთანხმების განხორციელებას, ზედამხედველობას სტამბოლში არსებული ერთობლიბი საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს.

მედიის ცნობით, ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მოეწერა. შეთანხმების თანახმად, ექსპორტი უკრაინის სამი პორტიდან განხორციელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×