რეზონანსი
22.07.2022

ძალიან სამწუხარო და გულსატკენია ჩემთვის მსგავსი განცხადებების მოსმენა გამომდინარე იქიდან, რომ მე პირადად, როგორც ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნამდვილად არ დამიკლია არანაირი ძალისხმევა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. იგივე შემიძლია ვთქვა პარლამენტის თავმჯდომარეზე, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეზე და ორვე კომიტეტის წევრებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია ნახოს, ვინ რას აკეთებდა.

„ძალიან საწყენია მსგავსი განცხადებების მოსმენა, რომ თითქოს მმართველმა გუნდმა რაღაც დააკლო პარტნიორებთან ურთიერთობებში. არ ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები დაეხმარება საქართველოს რამენაირად ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ გვჭირდება, რომ პირიქით, საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ დაუღალავად საქართველოს ევროკავირში ინტეგრაციისთვის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×