რეზონანსი
22.07.2022

ინდოეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის მე-15 პრეზიდენტი 64 წლის დრაფადი მურმუ გახდა. ის იქ­ნე­ბა მე­ო­რე ქალი ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც ეს პოს­ტი და­ი­კა­ვა და ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც მცი­რე ტო­მე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ის სან­ტა­ლე­ბის ტო­მის, მუნ­დის ეთ­ნო­სის უმ­სხვი­ლეს ტომს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად სო­ცი­ა­ლუ­რად სუსტ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

ის გახ­დე­ბა ინ­დო­ე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის მიერ 1947 წელს ბრი­ტა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ და­ი­ბა­და. მან ხე­ლოვ­ნე­ბა ის­წავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, ვიდ­რე 20 წლის წინ პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ებ­მე­ბო­და. ის იყო რე­გი­ო­ნუ­ლი მთავ­რო­ბის მრჩე­ვე­ლი, ასე­ვე ერთ-ერთი შტა­ტის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. 2015 წელს ის გახ­და ჯარ­კხან­დის შტა­ტის პირ­ვე­ლი ქალი გუ­ბერ­ნა­ტო­რი.

რო­გორც მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ირ­კვე­ვა, მას საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. პრე­ზი­დენ­ტი ქვრი­ვია, მისი მე­უღ­ლე ჩიამ შა­რან მარ­მუ, რო­მე­ლიც ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, 2014 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ქალს გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს ორი ვაჟი. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ითიშ­რე მარ­მუ, მა­მის მსგავ­სად, ბან­კში მუ­შა­ობს.

ინ­დო­ეთ­ში პრე­ზი­დენტს უფრო ცე­რე­მო­ნი­უ­ლი ფუნ­ქცია აქვს, მაგ­რამ ამა­ვე დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლია. ამ ქვე­ყა­ნა­ში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ფარ­თო აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტი მთა­ვარ როლს თა­მა­შობს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში. ის ასე­ვე ამ­ტკი­ცებს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბებს.

მოქ­მედ პრე­ზი­დენტს, რამა ნახ­ტა კო­ვინ­დას პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა 24 ივ­ლისს იწუ­რე­ბა. მურ­მუ კი ფიცს 25 ივ­ლის და­დებს.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×