რეზონანსი
22.07.2022

„ქართული ოცნების" პირობებში სამუშაო ჯგუფები არის არაეფექტური, არაქმედითი და მხოლოდ პროცესის გაწელვას ისახავს მიზნად. ოპოზიციამ ევროკომისიის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართულ ოცნებას" სამუშაო ფორმატი შესთავაზა. ეს არის რიგგარეშე სესია, რომელიც 18 ივლისიდან მოწვეულია - დღემდე შეიძლება, რომ პარლამენტის სხდომები ჩაინიშნოს და გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ასევე, ინსტიტუციონალიზებული ოფიციალური ფორმატია საკომიტეტო სხდომები, რომელში მუშაობასაც ჩვენ ვაპირებთ.

რაც შეეხება სხვა ფორმატებს, ამის თაობაზე ჩვენ ევროპარლამენტარებს ვესაუბრეთ. მათი შეფასებით, ამ ფორმატებში ჩართვა პროცესისთვის მნიშვნელოვანია. ამაზე პარტია იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. სავარაუდოდ, ჩვენ იმ ოფიციალურ სამუშაო ფორმატში დავრჩებით, რაც არის საკომიტეტო სხდომები და რიგგარეშე სესია", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×