რეზონანსი
22.07.2022

შეუერთდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" ევროპული რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებს - ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტიაში მსჯელობის შემდეგ მიიღებენ. პარალელურად პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვმას მედიატორის ფუნქცია იკისროს და საკუთარი წარმომადგენელი საპარალამნტო ჯგუფების საქმიანობაშიც ჩართოს.

„მე ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლის ამ ჯგუფებში ჩართვა გამოვა. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ ერთმანეთთან საუბარი შევძლოთ. თუ ვერ შევძელით, მაშინ არაფერს აქვს აზრი.

ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს და ხშირად ყოფილა სიტუაცია, რომ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ და ჩვენ გვებრძვიან მერე და გვაკრიტიკებენ, მერე კი ჩვენს პოზიციას იზიარებენ. ეს შეიძლება დაჰბრალდეს იმას, რომ დიდი პარტიაა და აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ მე მგონი საბოლოო ჯამში ნაციონალურ მოძრაობას სერიოზული წნეხი აქვს თავისივე ამომრჩევლის", - აღნიშნავს გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×