რეზონანსი
22.07.2022

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვზე რუსული ჯარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შემდეგ განადგურებულია სამი სკოლა, რომელთაგან ერთ-ერთი მეცნიერ ალექსნადრ ზალუჟნის სახელობის იყო.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინის საგანეგბო სიტუაციების მართვის სამსახურის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისმოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა სერგეი კოვტონიუკმა განაცხადა.

„აპოსტოლოვზე თავდამსხმელმა 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მიზანმიმართულად ურტყამდა სკოლებს. დაბომბვის შედეგად განადგურებულია 2 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან ერთ-ერთი მეცნიერ ალექსანდრ ზალუჟნის სახელობის იყო. მაგრამ დიდი ალბათობით მტერს ეგონა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის სახელობის სკოლა გაანადგურა", - განაცხადა კოვტონიუკმა.

მისივე თქმით, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. წინასწარი მონაცემებით, 8 ადამიანი დაშავდა, 3 მათგანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×