რეზონანსი
22.07.2022

სოსო გოგაშვილი ციხეში იმ ბრალდებით არ უნდა იჯდეს, რაზეც ზის, არამედ დანაშაულის დაფარვისთვის, იმიტომ, რომ აქ საუბარია 2018 წლის არჩევნებზე და გოგაშვილი 2020 წლის არჩევნებზეც დუმდა, როდესაც ჩვენ გამწარებული ვიბრძოდით, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას გამოეხმაურა, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.

მისივე თქმით, სოსო გოგაშვილი ქვეყანაში დღეს არსებული პროცესების თანამონაწილეა და პასუხისმგებელია იმაზე, რომ დღეს „ქართულ ოცნებას" განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს.

„გოგაშვილი ციხეში არა იმ ბრალდებით უნდა იჯდეს, რაზეც ზის, არამედ დანაშაულის დაფარვისთვის, იმიტომ, რომ აქ საუბარია 2018 წლის არჩევნებზე და გოგაშვილი 2020 წლის არჩევნებზეც დუმდა, როდესაც ჩვენ სასამართლო სასამართლო გამწარებული ვიბრძოდით და ჩვენს სარჩელებს დაუშვებლად ცნობდა. ის სასამართლო, რომლის რეფორმირებასაც დღეს მთელი სამყარო გვთხოვს და ყველა აღიარებს, რომ კლანის მიერ არის მართული და იგივე მოხდა 2021 წლის არჩევნებში. გოგაშვილი იმ პროცესის მონაწილეა, რაც დღეს ამ ქვეყანაში გვაქვს და პასუხისმგებელია იმაზე, რომ დღეს „ქართულ ოცნებას" განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს და ერთ ოლიგარქიულ პოლიტიკურ ჯგუფს სახელისუფლებო ძალაუფლება მიტაცებული აქვს. ამის თანამონაწილე და პასუხისმგებელი არის გოგაშვილი," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მან ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ არასამთავრობოების კვლევაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებები შეაფასა.

„ირაკლი კობახიძე ყოველთვის ნაწილობრივ სიმართლეს ამბობს და იმ ნაწილში ვეთანხმები, რომ ახალი არაფერი არ არის. ნამდვილად, არჩევნები ყველა მეთოდით ყალბდებოდა: ძალადობით, მოსყიდვით და ა.შ.

კალანდარიშვილი კი სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ სექტემბერში ვადა გასდის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობა ისევ უნდა და ბუნებრივია, დღევანდელ ხელისუფლებას კბილებით დაიცავს," - აღნიშნა კორძაიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების" დეპუტატებს რიგგარეშე სესიაში მონაწილეობის მიღებაზე უარი ნების საწინააღმდეგოდ ათქმევინებს, რაც ადასტურებს იმას, რომ „კლანი" მთელ სახელმწიფოს მართავს.

„ხელი მოაწერინეს დეპუტატებს, რომ „რიგგარეშე სესიებზე არ ვივლით". ეს ნიშნავს, რომ „კლანი" სასამართლოს კი არ მართავს, „კლანი"მთელ სახელმწიფოს მართავს, იმიტომ რომ პარლამენტის წევრებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო საქმიანობაზე უარი ათქმევინებს. დაანგრიეს არა მარტო სასამართლო, არამედ პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×