რეზონანსი
22.07.2022

უკრაინის რადას წევრი, ალექსეი გონჩარენკოს, თქმით მას არ აქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, თუმცა პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია, არ დაუწესოს პირდაპირი სანქციები რუსეთის ფედერაციას, მიუღებელია. 

"პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხარდაჭერის მადლობლები ვართ. ბევრი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინისთვის და მადლიერებას გამოვხატავთ. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო და ძმებო. თუმცა, პრობლემები საქართველოს მთავრობასთან გვაქვს. მათ საბოლოოდ ვერ გადაწყვიტეს, სად არიან. არიან თუ არა თავისუფალ სამყაროსთან. ებრძვიან რუსეთს, უწესებენ სანქციებს. ებრძვიან არა ომით, არამედ სანქციებით და დახმარების არაღმოჩენით. ძლიერი დიპლომატიური პოზიციით. 

რა მტკიცებულებები უნდა წარმოვადგინოთ, თუ საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს? მე არ მაქვს მტკიცებულებები. მე არ ვმუშაობ საიდუმლო სამსახურში და დაზვერვაში. მე პოლიტიკოსი ვარ. ჩემთვის, პოლიტიკურად, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. საქართველო არ უწესებს სანქციებს რუსეთს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუკი საქართველოს მთავრობა სანქციების არიდებაში რუსეთს ეხმარება და ეს მტკიცებულებები გამოჩნდა, კატასტროფა იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავლისთვის. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა ამას არ აკეთებს. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ეს საკმარისია," - თქვა გონჩარენკომ “კურიერთან“ ინტერვიუში.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×