რეზონანსი
21.07.2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს მიმართავს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით.

„გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენი დასავლელი მეზობლები რაღაც ეტაპზე მაინც მიხვდებიან აბსოლუტურ კონტრპროდუქტიულობას და საფრთხეს, რომელსაც გამოიწვევს უკრაინის მომარაგება შეიარაღების თანამედროვე სახეობებით, უკრაინის რეჟიმის წახალისებით, განაგრძოს უგუნური ქმედებები სამოქალაქო პირებზე, თავისივე მოქალაქეებზე თავდასხმით" , - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ დასავლეთს ცხოვრება აიძულებს მიუკერძოებლად შეხედონ ფაქტებს.

„ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად ამისა, ცხოვრება მათ აიძულებს მიუკერძოებლად შეხედონ ფაქტებს, უარი თქვან ხელოვნურად გამოგონილ კონფრონტაციულ ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე და ჯობს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით" , - განაცხადა ლავროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×