რეზონანსი
21.07.2022

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთიდან შემოსული მედიკამენტები არ გაძვირდება და ამ კუთხით აჟიოტაჟი უსაფუძვლოდაა ატეხილი.

მისივე თქმით, ქვეყნის მტრობაა, როდესაც ასეთ საკითხზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„სამწუხაროდ, იყო ბევრი სიუჟეტი, თითქოს პროექტი კოლაფსის წინაშეა, ცრუ დაპირება იყო და ასე შემდეგ. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი. ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ნამდვილად იგრძნეს მოქალაქეებმა მედიკამენტების გაიაფება და ყოველთვიურად ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. კორექტირება პერიოდულად ყოველთვის ხდება თურქეთში და არანაირი აჯიოტაჟის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო. ზუსტად იგივე იყო თებერვლის თვეში და საერთოდ არ შეტყობია ჩვენს პროექტს, რომელიც თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს ეხება. ზუსტად იგივე მოხდა ახლაც. დაკორექტირდა ფარმაცევტული კურსი ლირის ევროსთან და საბოლოო ჯამში, ჩვენთან ლარი იმდენად გამყარებულია, რომ ვერანაირი ეფექტი ვერ შეიძლება, ამას ჰქონდეს. რეალურად, ადგილზე ხდება ამის კორექტირება და საბოლოოდ ბენეფიციარი ამას ყიდულობს ლარში", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ხაისხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ყოფილა, არამედ პრეტენზია იყო კონკურენციიდან გამომდინარე.

„რამდენიმე პრეტენზია იყო, მაგრამ სამწუხაროდ, კონკურენციიდან გამომდინარე იყო, როცა იგივე დასახელების მედიკამენტები სხვა ქვეყნებიდან შემოდის და უბრალოდ გვიპროტესტებდნენ იმას, რომ რადგან პარალელური იმპორტი დავუშვით, რასაკვირველია, მათ შემოსავალი მოაკლდათ. ზუსტად 50 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჩვენმა მოსახლეობამ ამ ოთხ თვეში დაზოგა, პირდაპირ მათ შემოსავლებს დააკლდა და ეს სუბიექტური მოტივაცია აქვთ. ხარისხთან დაკავშირებული არანაირი პრეცედენტი არ ყოფილა. მოსახლეობას შემიძლია, ვუთხრა, რომ მშვიდად იყვნენ და არ აყვნენ სპეკულაციას, რომ სტანდარტთან დაკავშირებული პრობლემაა თურქეთში, ფასები გაიზრდება და ასე შემდეგ", - აღნიშნა აზრაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×