რეზონანსი
21.07.2022

ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით საქართველომ უკრაინას, რომ გაუკეთა ამ თვეების განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მოიძებნება, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დადასტურდა ის, რომ იყო მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევისა და მეორე ფრონტის გახსნის.

„სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება"-ო ბრძანა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა...

ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით საქართველომ უკრაინას, რომ გაუკეთა ამ თვეების განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მოიძებნება... და დარჩა რა, მეორე ფრონტი?... არა ბატონო მოვალეობის შემსრულებელო?!.... აბა პრაქტიკულ განხორციელებაში რას გულისხმობ?

მოკლედ, რასაც ბევრი წერდა და ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის, დადასტურდა, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს და ზუსტად ამიტომაა საქართველოს გარშემო ატეხილი ეს პოლიტიკური მასკარადი თავისი ელჩებ-დეპუტატებ-კუბილიუს-ფოტიგების მონაწილეობით...

გასაგონად დაგიწერთ ბატ-მოვალეობის შემსრულებელო - „ვი ნე ტუდა პაპალი", - წერს ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×