რეზონანსი
19.07.2022

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტში შეხვედრაზე საორიენტაციოდ განხილული იქნება დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი. 

"დღევანდელი შეხვედრა ეთმობა დეოლიგარქიზაციის საკითხებზე მსჯელობას, ოპოზიციას შევთავაზებთ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელს. უკრაინას აქვს მიღებული ეს კანონი, შესაბამისად, ჩვენ შევთავაზებთ პრეზენტაციას იმ პრინციპებს, რა პრინციპებსაც ეყრდნობა უკრაინის კანონი,  მოვისმენთ პოზიციებს, შეგვიძლია ეს კანონი ავიღოთ, როგოც საფუძველი ამ სამუშაო ფორმატისთვის", -აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

უმრავლესობა ოპონენტებს ისევ მოუწოდებს შეუერთდნენ მმართველი გუნდის შეთავაზებას, რაც რეკომედაციების ერთობლივად შესრულებას გულისხმობს.

პარლამენტში, წინა კვირიდან უკვე დაიწყო სამუშაო ჯგუფების შეხვედრები თითოეული ამ პუნქტის შესასრულებლად. კარი ღიაა, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს და დაინტერესებულს ორგანიზაციებს აქვთ იმის  შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ და ჩაერთონ ამ სამუშაო რეჟიმში. ოპოზიციას აქვს მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ ჩვენ ვერავის ძალით სამუშაო სხდომაზე ვერ მოვიყვანთ,"-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. 

 დეოლიგარქიზაციაზე მუშაობს, შეხვედრას არ დაესწრება ოპოზიციის ნაწილი.

რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე "ოცნების" უარის შემდეგ, პარტიები ამბობენ, რომ არ აპირებენ მმართველ ძალასთან ერთად არცერთ სხვა ფორმატში მუშაობას, მეორე ნაწილი კი განმარტავს, რომ ახლა მნიშვნელოვანია 12 პუნქტი დროულად შესრულდეს, ამიტომ მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×