რეზონანსი
19.07.2022

ფონიჭალაში მოკლული მამაკაცის შვილი "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს და დეტალებზე საუბრობს.

"ღამე სახლში არ ვიყავი, ორი დღე დასასვენებლად წავედი და ზარი შემოვიდა, მითხრეს, რომ მამაშენს დანა დაარტყეს და საავადმყოფოშია გადაყვანილიო. ჩემს შვილებთან ერთად წამოვედი თბილისში. საავადმყოფოში რომ მივედი, არაფერი მითხრეს, პირდაპირ პოლიციაში წამიყვანეს, კითხვები დამისვეს - მე რაც ვიცოდი ის ვუთხარი. ორი წელია ერთად არიან მამაჩემი და ის გოგო. ოჯახმაც იცის, სოფელმა იცის, ყველამ იცის, შვილებმაც იცოდნენ და დედამისმაც. მამაჩემთან ერთად აგვარებდა ყველაფერს ისე, როგორც ცოლ-ქმარი, რემონტი და ყველაფერი მოუგვარა მამაჩემმა. მამაჩემმა შეირთო, ერთად იყვნენ, ის ქმარს გაყრილი იყო, ამას ცოლი მკვდარი ყავდა, არაფერი უშლიდათ ხელს. გოგოს ხილ-ბოსტნეულის დახლი ჰქონდა და მამაჩემი ეხმარებოდა, სამგორის ბაზარში მიდიოდა ხოლმე, მთელი დღე ტელეფონზე ლაპარაკობდნენ. ერთ დღეს, დედამისმა დამირეკა და მითხრა, მამაშენი მოშორდეს ჩემს შვილს, თორემ მოვკლავთო. ორჯერ დამირეკა და მუქარით მითხრა მოვკლავთ, ჩემი შვილიშვილი ან მე მოვკლავთო. მე ვკითხე, რა დაუშავა მამაჩემმა, ორი წელია ერთად არიან  და ახლა რა დაუშავამეთქი, იმათმა მითხრეს არაფერი, უნდა მოვკლათო.

დავურეკე მერე მის შვილს და ვუთხარი, დედაშენი მემუქრება და მითხრა რომ ზრდასრული ქალი ვარ და ვინ არიან ჩემი შვილები რომ ერევიანო, მე მიყვარს და არ დავშორდებიო,"- აცხადებს გარდაცვლილის შვილი. 

წყარო: რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×