რეზონანსი
19.07.2022

„მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას მეუღლის, სოფო ლილუაშვილის განცხადებით, მას სააპელაციო სასამართლოსგან რაიმეს შეცვლის მოლოდინი არ აქვს.

როგორც სხდომის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გვარამია პოლიტპატიმარია.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ნიკა აღიარებულია თავისუფლების სიმბოლოდ, თავისუფლების მედროშედ, არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს გარეთაც. დავამატებ, რომ ასევე აღიარებულია, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, როგორც პოლიტპატიმარი.

არანაირი მოლოდინი არ მაქვს კონკრეტული. დიდი იმედი მაქვს იმ ადამიანების, რომლებიც ამ სისტემის ნაწილი არიან და ამ ქვეყნის მომავალი ისევე ადარდებთ, როგორც ნიკას, იმედი მაქვს, ისინი ნიკასთან ერთად მოიპოვებენ თავისუფლებას, როგორც მათთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის",- სოფო ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×