რეზონანსი
19.07.2022

ახალი დეტალები ჭიათურაში მომხდარი მკვლელობის საქმეში - როგორც ირკვევა, 55 წლის ვლადიმერ ცერცვაძემ თანაქალაქელი თანხის გამო მოკლა, შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო, ავტომობილი ხევში გადააგდო და ცეცხლი წაუკიდა.

მკვლელს გარდაცვლილი ბესო აბდულაევის 1000 ლარამდე ვალი ჰქონდა. მოკლულის ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებდნენ. მათი თქმით, სპორტსმენს ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა.

ოჯახი ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. მომხდარზე გამოძიება დაწყეულია, დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ბესო სოფელში აკეთებდა ფერმას. ვისაც უნდა აეშენებინა ეს შენობა, წინასწარ თხოვა გარკვეული თანხა და მისცეს. მერე რომ საქმე არ დაამთავრა, შენობა არ დადგა, უთხრა რომ ან ჩემი თანხა დამიბრუნეთო ან შენობა გააკეთეთო. 

ბესო დიდი, ვაჟკაცი ბიჭი იყო, მსოფლიო მესამე პრიზიორია, ერთი ადამიანი ამას ვერაფრით ვერ შეძლებდა. მე ესე მგონია",  - ამბობს მოკლულის მეუღლე, თამარ მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×