რეზონანსი
19.07.2022

პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დანაშაულში ბრალდებულის ბებიამ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა.

„სახლში არ მომხდარა, ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“, - აღნიშნა ბებიამ.

ცნობისთვის, 22 წლის პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19/109-მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულსიხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×