რეზონანსი
19.07.2022

აჭარის ტელევიზიის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ ალეკო ელისაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც მმართველი პარტია და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა. 

"ეს იყო პოლიტიკური ცანცარი ორივე მხრიდან, მაგრამ ოპოზიციის ინიცირებული. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, როგორიც საკონსტიტუციო ცვლილებებია რეგლამენტის მიხედვით ჯერ კომიტეტის სხდომა უნდა ჩატარდეს და ამას ივიწყებ სუფთა სამართლებრივი შეცდომა და არცოდნაა.

იცი, რომ სჭირდება 115 ხმა, ქართული ოცნება თუ მხარს არ დაუჭერს, საკითხი ჩავარდება. არც ხელისუფლებასთან გქონდა შეხვედრები. ეს იყო პოლიტიკა - შოუ.

როგორი ამბავია იცი? გამოექანები, დარეტიანდები, კედელს შუბლით შეასკდები და უკან დაბრუნდები.

ოპოზიციას არ ესმის რომ დავსხდეთ ვისაუბროთ, კედელს შემოვუაროთ " - აღნიშნა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×