რეზონანსი
19.07.2022

"გოგაშვილები მთელი 5 წელი მაშავებდნენ, იძახდნენ, მაჩალიკაშვილი ტერორისტი! მაჩალიკაშვილი ტერორისტი! მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მეტკინა კიდეც, გოგაშვილის ცოლს და შვილებს ასე რომ ექცეოდნენ" - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტვ პირველის ეთერში. 

მანამდე კი, მას შემდეგ რაც სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიცია სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავამ გაავრცელა. ის წერდა, რომ "მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლანის საქმეზე უნდა მოიხადოს".

შეგახსენებთ, რომ სწორედ სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, როცა თემირლან მაჩალიკაშვილს, საკუთარ სახლში, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.

სოსო გოგაშვილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ივლისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×