რეზონანსი
18.07.2022

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას გაყინავს, თუ სკანდინავიური ქვეყნები წინა თვეში მიცემულ დაპირებებს ტერორიზმთან დაკავშირებით არ შეასრულებენ.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, შვედეთი ამ დროისთვის „კარგ იმიჯს არ ავლენს“.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გავყინავთ პროცესს, თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი პირობების შესასრულებლად. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ შვედეთს არ აქვს კარგი იმიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

როგორც მედია წერს, გასულ თვეში, ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შემდეგ, თურქეთმა გარკვეული წინააღმდეგობის შექმნის შემდეგ, სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×