რეზონანსი
18.07.2022

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო უკრაინაში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა.

"ბაკანოვი თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინათ. ის პრეზიდენტის პირადი მეგობარი, კლასელი და მეზობელია. მისი გადაყენება სამსახურის საქმიანობას წაადგება, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურში სერიოზული პრობლემებია. განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, სადაც უსაფრთხოების სამსახურმა სერიოზული შეცდომები დაუშვა.რაც შეეხება ვენედიქტოვას, მისი თანამდებობიდან ჩამოშორების ფორმა ეჭვებს იწვევს. ეს პარლამენტის გარეშე მოხდა. მითუმეტეს, ვენედიქტოვა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს. ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა. ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ მისი კადრი დაინიშნა", - ამბობს გონჩარენკო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×