რეზონანსი
18.07.2022

ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ „გაზპრომბანკი" მოხვდება სანქციების სიაში, უნგრეთი მას ვერ დაუჭერს მხარს. შემოთავაზებული სანქციები, რომლებიც უკვე მოწოდებულ იქნა, არ ეხება „გაზპრომბანკს", რადგან შეზღუდვები ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტომ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შეთანხმებული სანქციების მეშვიდე პაკეტი წინა პაკეტებით გათვალისწინებული შეზღუდვების დაკონკრეტებას წარმოადგენს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალ პაკეტში არ არის მოხსენიებული „გაზპრომბანკი".

ამასთან, სიიარტომ დაადასტურა რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესება და ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობის რეგულირება. სანქციების სიას ასევე დაემატება 48 ფიზიკური და ცხრა იურიდიული პირი, მათ შორის რუსეთის ვიცე-პრემიერი, რუსეთის ფედერალური სუბიექტების ხელმძღვანელები და „სბერბანკის" უმაღლესი მენეჯმენტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×