რეზონანსი
18.07.2022

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში „ტვიტერი" დაწერა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ.

გახარიას თქმით, სჯერა, რომ ევროკომისია გვერდით დაუდგება საქართველოს, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა.

"მე მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი",- აღნიშნავს გახარია Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს. პრემიერი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე" და გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. რაც შეეხება კომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, პრემიერი ამბობს, რომ ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×