რეზონანსი
18.07.2022

განა ჩვენ არ მივედით სადმე, ეს ოპოზიცია, რომელმაც რიგგარეშე სესია მოითხოვა, არ დადის სამუშაო ჯგუფებში, ეს არის რეალობა - სესია ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლის დადგმას ემსახურებოდა და რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია არ აპირებს „იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა".

„ოპოზიციას სავარაუდო დღის წესრიგი ჰქონდა შედგენილი. წარმოდგენილი იყო 4 საკითხი. 4-ვე საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკური პოზიცია გვაქვს დაფიქსირებული. რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს - აქ წელს არ ვაპირებთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას. ამაზე პოლიტიკური პოზიცია არის მყარი. ხოლო რაც შეეხება ანტიკორუფციულ და სასამართლო საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია ორი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი. ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული ვადები, რაც ვადებშიდაც მოხდება შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება და მიღება და ეს ვადები არ უკავშირდება მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არდადეგების პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმის მიზეზით სხდომები ვერ გაიხსნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×