რეზონანსი
16.07.2022

დღეს განსაკუთრებული დღე იყო საქართველოში. თბილისმა უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვფიქრობ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თავად ფაქტს, რადგან სწორედ პირველად თბილისში შეხვდნენ ისინი ერთმანეთს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან თავის სომეხ და აზერბაჯანელ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველო წლების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც მნიშვნელოვანი რეგიონული გადაწყვეტილებები მიიღებოდა. სწორედ თბილისმა დღეს მოირგო ეს ბუნებრივი როლი და ჩვენ ვუმასპინძლეთ 2 მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც გახსნეს დიალოგი. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, დიპლომატიაში ყოველთვის არ ხდება ისე, რომ მოლაპარაკებების ერთი რაუნდით მიიღო კონკრეტული შედეგები. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი დაიწყო და საქართველომ ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენ მეზობელ ქვეყნებს. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი დიალოგი შექმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ეს პროცესი მომავალში გაგრძელდეს და ყველამ ერთად უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×