რეზონანსი
16.07.2022

გუდაურში დღეს პარაპლანი ჩამოვარდა. დაღუპული არაბი ტურისტია. არსებული ცნობით, მოზარდი ხევიდან ამოყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდართან დაკავშირებით ამბობენ, რომ პარაშუტის ყველა თოკი არ ჰქონდა სწორად დალაგებული და ის პირდაპირ ხევში ჩავარდა. ჰოსტელის მეპატრონე ამბობს, რომ ფრენის არანაირი ლიცენზია ან რეგულაცია არ არსებობს და შესაბამისად, არც უსაფრთხოების მონიტორინგი ხდება.

"ჩვენი ქართველი, მოხევე პარაპლანისტს, პარაშუტის ყველა თოკი არ ჰქონდა სწორად დალაგებული და აფრენა ვერ შეძლო და პირდაპირ ჩავარდა ხრამში. არაბი ტურისტი ბავშვია გარდაცვლილი და თვითონაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში არ არსებობს არანაირი არც ლიცენზია, არაფერი, დაფრინავენ, რომ ფული ბევრი იშოვონ. ერთი გადმოხტომა ღირს 300 ლარი და ფულის საჭრელ მანქანად აქვთ გადაქცეული", - ამბობს რესტორან "მთვრალი ალუბლის" მეპატრონე.

მეორე ახალგაზრდას გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

წყარო: „მთავარი არხი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×